20 აპრილი 2024,   05:34
ვრცლად
ჯანდაცვის სერვისებში დაფინანსების ახალი სისტემა ამოქმედდება

ჯანდაცვის სერვისებში დაფინანსების ახალი სისტემის ამოქმედდება, მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო კლინიკების გაძლიერება - ასეთია ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან დაგეგმილი  რეფორმა, რომლის გეგმაც მან დღეს წარადგინდა. სამინისტროს მიერ შედგენილი გეგმა 8 ძირითად მიმართულებას მოიცავს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აღნიშნავს, რომ ეს არის მსოფლიოში აპრობირებული ფასწარმოქმნის სისტემა და ყველა ჯანდაცვის ობიექტი მსოფლიოს მასშტაბით მსგავსად რეგულირდება.მისი თქმით, რეფორმა იძლევა საშუალებას სახელმწიფომ მართოს ხარისხი და ქვეყანაში იყოს ჯანმრთელი კონკურენცია.

დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძის თქმით ის პრიორიტეტები რაც დღეს დაისახა განსაკუთრებით ციფრულ სისტემებთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი.

დღის ამბები