საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სანდრო ბერაძე, გარდაცვლილი იპოვეს.
ახლობლები და პოლიცია სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ და ცხედარს დღეს, ცხვარიჭამიის ტერიტორიაზე მიაგნეს.
სამძებრო სამუშაოები ცხვარიჭამიის ტყეში დღეს დილიდან განახლდა. ახლობლები სანდროს გაუჩინარებას მისი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას უკავშირებენ, საუბარია თვითმკვლელობის ვერსიაზეც.
ბოლო ინფორმაციით გამოჩნდა ტაქსის მძღოლი, რომლის განცხადებითაც სანდრო ბერაძე სოფელ ზემოლელუბანში დატოვა. 29 წლის სანდრო ბერაძეს ოჯახი 4 დღე ეძებდა.
"რუსთავი2" მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კოლეგის გარდაცვალების გამო და ვუსამძმრებთ სანდროს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.