06 მაისი 2024,   14:16
ვრცლად
ავიაკატასტროფა აშშ-ში - ნიუ-ჯერსიში საცხოვრებელ სახლს თვითმფრინავი დაეცა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიაკატასტროფას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მცირე ზომის თვითმფრინავი ნიუ-ჯერსიში საცხოვრებელ სახლს დაეცა. აალების შედეგად შენობა მთლიანად დაიწვა და დაზიანდა მიმდებარე ნაგებობებიც. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულია პილოტი, შემთხვევის დროს საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა. მომხდარს პოლიცია იძიებს.

დღის ამბები