16 სექტემბერი 2026,   14:02
ვრცლად
"განათლების ხარისხის ცენტრის არქივიდან ამოღებული დოკუმენტაცია აფიქსირებს ჩემი დიპლომის ნამდვილობას" - თადუმაძე

გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, მისმა წარმომადგენლებმა განათლების ხარისხის ცენტრს მიმართეს, რომლის არქივიდანაც ამოღებული დოკუმენტაცია მისი დიპლომის ნამდვილობას ადასტურებს.

თადუმაძის განმარტებით,  პოლიტიკურ "ბოდვებზე" დამატებითი კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.

"ჩემმა წარმომადგენელმა, სხვებთან ერთად, მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ მე აღნიშნულ სასწავლებელში ვსწავლობდი, ჩემი დიპლომი არის ნამდვილი და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ,"- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

დღის ამბები