26 დეკემბერი 2024,   19:49
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს საკუთარ პარტიაში იწვევს

რეგისტრაცია "ლელოს" ახალ ოფისში დღეს დაიწყო. პარტიაში გაწევრიანებისთვის "თბილისი ცენტრალში" მისულ მსურველებს მამუკა ხაზარაძე პირადად შეხვდება და გაესაუბრება.

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ცალკე აღებული, ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობის, მათთვის აზრის კითხვის გარეშე ვერ მოახერხებს. ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა და გამჭვირვალობა, რომლის დემონსტრირებასაც დღეს აქ შექმნილი სივრცე აკეთებს. ამ ღიაობის და გახსნილობის პრინციპს ვუერთგულებთ ახლაც, როცა ოპოზიციური პლატფორმა ვართ და მას შემდეგაც, როცა ვიქნებით ხელისუფლებაში," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები