შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს სხვადასხვა ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა დაიწყო, განცხადება უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
"წერილის გამომგზავნის მიერ აღნიშნულია, რომ თუ ადრესატები კრიპტოვალუტით გარკვეულ თანხას არ გადარიცხავენ, კიბერშეტევა გაგრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მათ შორის დღეს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების ფაქტებთან დაკავშირებით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება,"-ნათქვამია განცხადებაში.
შს სამინისტროს ცნობით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დღეს რამდენიმე ტელეკომპანიამ მუქარის წერილი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღო,წერილში წერია, რომ თუ კომპანიები კრიპტოვალუტებს არ გადაიხდიან ისინი მათი სერვერებიდან მოპარულ ინფორმაციებს გაასაჯაროვებენ.