პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი შეურაცხადი აღმოჩნდა - ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი2-ს" პროკურატურაში დაუდასტურეს.
პროკურატურის ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზის პასუხის მიხედვით დადგინდა, რომ ბრალდებული არის სრულად შეურაცხადი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 3 წლის ვადით დაენიშნა მკურნალობა აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, 28 აგვისტოს, პეკინის გამზირზე ბრალდებულმა თ.ს-მ მცირეწლოვანი სახის არეში დაჭრა.