14 სექტემბერი 2026,   19:52
ვრცლად
კახეთში სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი დაჭრეს - პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა

კახეთში მომოხდარი, სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრის ფაქტი გახსნილია. ფაქტზე შს სამინისტრომ 1963 წელს დაბადებული პირი დააკავა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მან ურთიერთშელაპარაკების შემდეგ 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია. 

როგორც "კურიერს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 "კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ქვემო ბოდბეში მოხდა. კობა თარაშვილს კონფლიქტი რამდენიმე პირთან ქვემო ბოდბეში მოუხდა, დაჭრის ფაქტი კი გუშინ სოფელ ბოდბეში მოხდა.

დაჭრილი თავდაპირველად წნორის კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

დღის ამბები