18 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი შეწყალებასთან დაკავშირებული თხოვნის დაკმაყოფილებას ელოდება

მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც პრეზიდენტი, გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებულ თხოვნას დააკმაყოფილებს.

მამალაძის ოჯახის მთავარი მოთხოვნა იყო უდანაშაულო ადამიანის შეწყალება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხის წინაშეა.

როგორც მსჯავრდებული დეკანოზის მამა ავთო მამალაძე  "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, შეწყალების თხოვნით მათ მიმართეს, როგორც მარგველაშვილს ასევე სალომე ზურაბიშვილსაც, თუმცა არცერთ მათგანს თხოვნა არ დაუკმაყოფილებია.

ავთო მამალაძე იმედოვნებს, რომ მესამე ახლა უკვე საპატრიარქოს მიმართვას დააკმაყოფილებენ და დეკანოზ მამალაძეს შეიწყალებენ.

დღის ამბები