16 სექტემბერი 2026,   09:54
ვრცლად
მეუფე პეტრე მარტვილის ეპარქიას დღეს დატოვებს

მეუფე პეტრე ჭყონდიდისა და მარტვილის საეპისკოპოსო რეზიდენციას დღეს დატოვებს და თბილისში გამოემგზავრება. ეპარქიის ყოფილი მმართველი სინოდისა და ილია მეორის გადაწყევტილებას არ ემორჩილება, ის შიო მღვიმის მონასტერში წასვლაზე უარს აცხადებს.

მისი შემცვლელი, მეუფე გრიგოლი კი წალკაში დღეს ბოლო წირვას ჩაატარებს, რის შემდეგაც ჭყონდიდის ეპარქიაში დაბრუნდება.

მეუფე გრიგოლმა გუშინ მარტვილში პირველი წირვა ჩაატარა. ეპარქიაში ინვენტარისა და ფინანსური მდგომარების შესწავლა სპეციალურმა 9-კაციანმა კომისიამ უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, საპატრიარქოში 31 ნოემბერს გამართულ ხმაურიან სხდომაზე ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მმართველობის უფლება ჩამოერთვა და წმინდა სინოდის სიიდან ამოირიცხა. არ არის გამორიცხული, მეუფე პეტრეს დამოუმორჩილებლობის გამო სინოდი კიდევ ერთხელ შეიკრიბოს. უკვე ყოფილი მიტროპოლიტი სინოდის სხდომების პირდაპირ ეთერში გადაცემას ითხოვს. მეუფე პეტრემ ჭყონდიდის ეპარქიაში 13 წელი გაატარა.

დღის ამბები