02 მაისი 2024,   20:59
ვრცლად
ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა - დე-ფაქტო რეჟიმი პაციენტის თბილისში გადმოყვანას ამ დრომდე არ თანხმდება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, ახალგორში, მძიმედ დაშავებული ქალის ახლობლებს პაციენტის თბილისში გადმოყვანის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ.

60 წლის თამარ გიგაური ცხინვალის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ოჯახის წევრები და ახალგორის გამგებელი იმედოვნებენ, რომ 
საოკუპაციო რეჟიმი საბოლოოდ დაშავებულის თბილისში გადმოყვანაზე თანხმობას განაცხადებს და თამარ გიგაური, მარგო მარტიაშვილის ბედს არ გაიზიარებს.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა, თამარ გიგაური შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო. საქმეში ჩართულია წითელი ჯვარი და მოქმედებს ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზი. 

დღის ამბები