16 სექტემბერი 2026,   09:54
ვრცლად
მეუფე გრიგოლმა წალკაში ბოლო წირვა-ლოცვა აღავლინა და მრევლს დაემშვიდობა

 

წალკის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა ღვთისმშობლის შობის მიძინების ტაძარში წირვა-ლოცვა უკვე აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა მრევლს მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა. წმინდა სინოდის ბოლო სხდომის გადაწყვეტილებით, მეუფე გრიგოლი წალკის ეპარქიას ტოვებს და ჭყონდიდის ეპარქიაში გადადის, სადაც მან მეუფე პეტრე ცაავა შეცვალა.

რაც შეეხება იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ამ დრომდე მეუფე გრიგოლთან ერთად წალკის ეპარქიაში მსახურობდნენ, გადაყვებიან თუ არა ისინი ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფეს, ეს ჯერჯერობით უცნობია. სასულიერო პირებთან მეუფე გრიგოლს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ უსაუბრია.

"რა თქმა უნდა ვემორჩილებით, გადავდივართ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი სიყვარული უნდა დარჩეს," - მიმართა მეუფე გრიგოლ კაციამ მრევლს.

მეუფე გრიგოლმა მრევლთან მიმართვის დროს განვლილი 5 წელი და წალკის ეპარქიაში მსახურობის პერიოდი გაიხსენა.  ასევე მეუფე გრიგოლმა მრევლს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც ესაუბრა.

თუ ვინ იქნება წალკის ეპარქიის მმართველი, ეს საპატრიარქოს ჯერ არ გადაუწყვეტია. რაც შეეხება წალკის ეპარქიას, მრევლისა და მღვდელმსახურების თქმით, ის შესაძლოა მანგლისის ეპარქიას შეუერთდეს.

დღის ამბები