18 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" დღეს საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი ბრალდების მოწმე დაიკითხა

საქალაქო სასამართლოში ე.წ "პიჯაკების საქმეზე" კიდევ ერთი ბრალდების მოწმე დაიკითხა. პროცესზე სახელმწიფო დაცვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ 2011 წელს საბიუჯეტო სახსრებიდან ყოფილი პრეზიდენტის ბებიისა და დედის სამგზავრო ხარჯები დაფინანსდა. პროკურორის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა, რომ ბიუჯეტიდან თანხა გაიფლანგა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, პრეზიდენტის ბებიის ხარჯები მხოლოდ მაშინ იპარებოდა, როდესაც ის ვიზიტში იღებდა მონაწილეობას. თეიმურაზ ჯანაშიას თქმით, ის მაშინ პრეზიდენტის დაცვის სამსახურში მუშაობდა და ბუღალტერიით არ იყო დაკავებული.

ადვოკატმა ბექა ბასილაიას განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაღალი რანგის ოფიცერმა პირდაპირ დაადასტურა, რომ მისი მუშაობის პერიოდში ამ სამსახურში არასოდეს, არც ედუარდ შევარდნაძის დაცვის პერიოდში, არც მიხეილ სააკაშვილის დაცვის პერიოდში და არც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში მას უკანონო დავალება სამსახურის არც ერთი ხელმძღვანელისგან არ მიუღია.

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა არც სახელმწიფო მოხელის მიერ ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო ხარჯების გადახდას და არც დაცვის ობიექტის სამგზავრო, საყოფაცხოვრებო ხარჯებს არ ითვალისწინებს. აღნიშნული მოწმის მიერ ბრალდების მხარის პოზიცია უშუალოდ დადასტურდა, რომ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ჰქონდა ადგილი.

დღის ამბები