18 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
სკანდალში გახვეული დიპლომატი - ხათუნა სალუქვაძე "კურიერთან" პირველ განმარტებას აკეთებს

საკნდალში გახვეული ყოფილი დიპლომატი - ლიეტუვაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ხათუნა სალუქვაძე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაშია მხილებული.

"ეს არის აბსულუტურად არასწორი, ტყუილი, თითიდან გამოწოვილი ამბავი. ხოლო ის ფაქტი, რატომ შეფასდა სკანდალად და გადაგდებად, ჩემთვის მეტყველებს, რომ ამაში გარკვეული ძალები იყვნენ დაინტერესებული, რომ წარმოეჩინათ ეს ფაქტი. ბინის მეპატრონემ შეიტანა სარჩელი, რომ მას მიეცა საფუძველი, თავისი არაკეთლსინდისიერი განზრახვა მოეყვანა სისრულეში და მოეთხოვა მეტი თანხა რაც მას ეკუთვნოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ლიტვიდან წამოსვლის თარიღი, რამდენჯერმე შეიცვალა. ყველა გადასახდელი იყო და რეგულირდება მხოლოდ კონტრაქტით მეპატრონესთან, გადახდილია,"- განუცხადა "კურიერს" ხათუნა სალუქვაძემ.

ვილნიუსის სასამართლომ ლიეტუვაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ხათუნა სალუქვაძე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

საუბარია ბინის ქირის საფასურზე, რომელიც 8 ათას ევროს შეადგენს, ასევე მას დაეკისრა გადასახდი ჯარიმებისა და სასამართლოს მომსახურების მოსაკრებლისთვის.

დღის ამბები