25 აპრილი 2024,   15:41
ვრცლად
გია უდესიანს ახალი ბრალი წაუყენეს

უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანისა და ზაზა გუგავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გრძელდება.

დღეს გენერალურ პროკურატურაში გუგავას უშუალოდ წარედგინება ბრალდება, ხოლო უდესიანის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება გასაცნობად მის ადვოკატს წარედგინება, რადგან თავად უდესიანი იძებნება. საგამოძიებო უწყება სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში მიმართავს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 9 ნოემბერს უდესიანის ორგანიზებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ბიზნესმენი ე.ლ. ძალადობის გამოყენებითა და მუქარით მოიტაცეს რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი აფთიაქიდან და მისივე ნების საწინააღმდეგოდ,  "ზაჰესში" მდებარე საბაჟო ტერმინალში გადაიყვანეს, სადაც ბრალდებული პირები იარაღის მუქარითა და სხვა უკანონო ზემოქმედებით მოითხოვდნენ მისგან ქონების დათმობას, მათთვის სასურველ პირზე გადაფორმების გზით.

დღის ამბები