12 სექტემბერი 2026,   07:05
ვრცლად
რამდენად კანონიერია "ხელედულა 3" ჰესის მშენებლობა - პროექტზე გაცემული დასკვნას საქალაქო სასამართლოში განიხილავენ

რამდენად კანონიერია ლენტეხში "ხელედულა 3" ჰესის მშენებლობა - პროექტზე გაცემული დასკვნა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს. საია, რომელიც ადგილობრივების ინტერესებს იცავს გარემოს დაცვის მინისტრის იმ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს, რომელიც სკოპინგის დასკვნის დამტკიცებას დაედო საფუძვლად. 

დღევანდელ პროცესზე დამოუკიდებელი ექსპერტი, მამუკა გვილავა უნდა გამოკითხოს.

საია, რომელიც ადგილობრივების ინტერესებს იცავს გარემოს დაცვის მინისტრის  ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს. საია-ს ქუთაისის ფილიალის იურისტის განცხადებით, ლენტეხში "ხელედულა 3" ჰესის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან პროცესი აღნიშნულ ტერიტორიაზე, ცუდ ზეგავლენას მოახდენს.

"მშენებლობა გამოიწვევს გრავიტაციული პროცესების გააქტიურებას აღნიშნულ ტერიტორიაზე, ცუდ ზეგავლენას მოახდენს იქტიოფაუნაზე, მიწისქვეშა წყლების რეჟიმს შეცვლის," - აცხადებს საიას ქუთაისის ფილიალის იურისტი დარინე სალდაძე.

დღის ამბები