18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები - შსს განცხადებას ავრცელებს

კინოჩვენების "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩაშლის არაერთი მუქარის და აქციების დაანონსების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

პოლიცია ამბობს, რომ პრემიერის დროს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს. ყველა იმ ლოკაციაზე, საპროტესტო აქციებია დაგეგმილი, მობილიზებულები იქნებიან სამართალდამცავები და როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კინოთეატრში შეკრებილი ადამიანების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფენ.

შსს თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მოუწოდებს ყველას კანონის მოთხოვნები დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ აღკვეთილი იქნება.

"გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს," - წერია შსს-ს განცხადებაში.

რაც შეეხება სხვადასხვა განცხადებებს ფილმის ჩაშლასთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძეს განცხადებით, პოლიცია ნებისმიერ სიტუაციაში პრევენციულ ზომებს მიიღებს. 

დღის ამბები