27 აპრილი 2024,   04:06
ვრცლად
ვმუშაობთ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, რათა განხორციელდეს ზეწოლა რუსეთზე - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ხურვალეთში მიმდინარე პროცესებზე პირველი კომენტარი გააკეთა. ლაშა დარსალიამ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებები მორიგ პროვოკაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ  ადამიანის უფლებების დარღვევის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია. 

"ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, იქნება ეს ჟენევის თანათავმჯდომარეები თუ პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნები, რათა განხორციელდეს ზეწოლა რუსეთზე და საოკუპაციო რეჟიმზე, ჰუმანიტარული და ადამიანთა უფლებების საკითხების გამოყენება ხდება პოლიტიკური ამოცანებისთვის. ყველა ის პროცესი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს, ეს არის არა ერთმანეთისგან განყენებული, არამედ ერთიანი პროცესის ნაწილი. 

უახლოესი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე მოხდეს საოკუპაციო ხაზის გახსნა და გადაადგილების უზრუნველყოფა პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამედიცინო თვალსაზრისით სჭირდება ეს გადაადგილება,"- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ. საოკუპაციო რეჟიმის სამშენებლო ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

​ ​

ამავე თემაზე
დღის ამბები