ოკუპანტებმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლიდან ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს. ზაქრო ბუთხუზი საოკუპაციო ძალებმა გუშინ სოფელ ქვეშის განაპირას დააკავეს.
ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. დაკავებული სავარაუდოდ ცხინვალშია გადაყვანილი. ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.