18 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმს გამყოფ ხაზზე ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაციულ ხაზზე ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნას მოითხოვენ.

თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადასასვლელი პუნქტების დახურვა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე აისახება.

"ბოლო თვეებმა ადგილზე უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესება აჩვენა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას შორის შიში აღძრა. მოვუწოდებთ შესაბამის აქტორებს, დაუყოვნებლივ გახსნან ყველა გადასასვლელი პუნქტი, რომელიც სექტემბრის დასაწყისიდან დახურულია," -  წერია განცხადებაში.

დღის ამბები