12 სექტემბერი 2026,   03:25
ვრცლად
ხელისუფლების ვალია ოკუპაციის შესაჩერებლად ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს - ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროები კვლავ გამოჩნდნენ. გუშინ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის სამშენებლო ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა.

ოპოზიცია ამ ფაქტს ნეგატიურად აფასებს და საერთაშორისო დონეზე ქართული მხარის ნაბიჯებს იწუნებს.

"ის, რაც ხურვალეთში ხდება არის პუტინის რეჟიმის სახე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მტერი და რომელიც არცერთ დღეს არ ტოვებს.  ხელისუფლება, რომლის ვალია  ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ რუსეთს ფასი მაინც დაუჯინოს ეს ნაბიჯები, რაც შემაკავებელი იქნებოდა მათთვის. ამ ნაბიჯებს სიბრიყვით, ან მავნებლური იდეების გამო ან კიდევ უფრო მავნებლური სცენარის გამო არ იყენებს," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მთავრობამ რუსეთზე პოლიტიკური წნეხი უნდა განახორციელოს.

საპირისპიროს ამტკიცებს უმრავლესობა და აცხადებს, რომ ყველა არსებულ ბერკეტს იყენებენ.                                                             

"ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი ამოქმედებული, საერთაშორისო ინსტრუმენტები, რაც არსებობს და საქართველო ყველა დონეზე მოითხოვს რუსეთმა შეასრულოს ის შეთანხმება, რაც 2008 წელს ჰქონდა ნაკისრი. ამასვე ითხოვს ევროკავშირი და აშშ," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა. 

დღის ამბები