18 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
თელავში ავტომანქანა აფეთქდა - მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

თელავში აფეთქება მოხდა. ალაზნის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაზ-გასამართ სადგურზე ოპელის მარკის ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,რაც ელექტრო ან თბოენერგიის,გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შემთხვევა მოჰყვა.

დღის ამბები