პარტია „სამართლიანობისთვის“ პარლამენტთან მდუმარე აქციას მართავს.
ახალგაზრდები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20 კაციან სიას აპროტესტებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ კლანის წარმომადგენლებს ხმა არ მისცენ.
დღეს პარლამენტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გოჩა ჯეირანაშვილის მოსმენა მიმდინარეობს.