24 აპრილი 2024,   09:55
ვრცლად
ეპარქიაში სიტუაცია დაძაბულია - მეუფე გრიგოლი

ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველის მეუფე გრიგოლის თქმით, ეპარქიაში სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ იმედოვნებს, რომ ვითარება დალაგდება.

როგორც მეუფე ამბობს, ის უკვე შეხვდა სასულიერო პირებს და უთხრა, რომ “ყველაფერი კარგად იქნება”.

“ჯერ სიტუაცია დაძაბულია, ვუთხარი, რომ ყველას გქონდეთ თქვენი მორჩილება, ნელ-ნელა დავმეგობრდებით და ყველაფერი კარგად იქნება. ზოგმა მითხრა, რომ წირვაზე დასწრებას არ აპირებს, მესმის მათი, მაგრამ დამშვიდდნენ, დაინახონ სიტუაცია, რომ მეგობრები ვართ, ძმები. ეკლესიის ისტორიაში უარესი სიტუაციაც ყოფილა, მაგრამ ჩამოვედი, რომ დამშვიდდეს ეს ყველაფერი”,-აღნიშნა მეუფემ.

რაც შეეხება ეპარქიის გადაბარებას, მიტროპოლიტის ინფორმაციით, ლოკაციების შემოვლა დასრულებულია, თუმცა ინფორმაციისა და ფოტო-ვიდეო მასალის დამუშავებას, შესაძლოა, დრო დასჭირდეს.

მისივე თქმით, გადაბარების პროცესში არავითარი დარღვევა არ გამოვლენილა. მეუფე გრიგოლის განცხადებით, მან ეპარქიაში მართვის პროცესი სკოლიდან დაიწყო და ამ მიმართულებით განსაკუთრებულ მუშაობას აპირებს.

დღის ამბები