ქართულ-შვედური ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ყველაზე პრესტიჟული პანევროპული კინემატოგრაფიული პრემიის ნომინანტთა სიაშია.
European Film Awards-მა ნომინაციები ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს მოპოვებას ისეთ მსახიობებთან ერთად შეეცდება, როგორებიც არიან - ანტონიო ბანდერასი, ჟან დუჟარდენი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგურდსონი.
დაჯილდოება 2019 წლის 7 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.