საპრემიერო ჩვენება ისევ პროტესტის ფონზე ჩაივლის ბათუმში. ორგანიზატორები აქციისთვის დღესაც ემზადებიან.
გუშინ კი კინოთეატრ აპოლოდან გამომსვლელ მაყურებელს აქციის მონაწილეები შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხვდებოდნენ.
მაყურებელმა შენობა პოლიციის კორდონის გავლით დატოვა. აქცია კინოთეატრთან პრემიერის დასრულებამდე გაგრძელდა.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, კინოთეატრთან აქცია დღეს ისევ განახლდება.