ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე ჭყონდიდში ახალი მმართველის მეუფე გრიგოლ კაციას მხარდასაჭერად ჩავიდნენ.
მათ დღეს ერთობლივი წირვა აღავლინეს და მრევლსაც მოუწოდეს, მეუფეს გვერდში დაუდგნენ.
როგორც წირვის დასრულების შემდეგ მეუფეებმა ქადაგებაში აღნიშნეს, მათთვის გაუგებარია ყოფილი მმართველის, მეუფე პეტრე ცაავა ბილოდროინდელი ქმედებები და აღნიშნეს, რომ მისი სულისთვის უნდა ილოცონ.
მათივე თქმით, პატრიარქს მსგავსი ქმედებებით ვერაფერს დააკლებენ. ამასთან, როგორც მეუფე დამიანემ აღნიშნა, საჭიროა მეუფე პეტრეს მმართველობის დროს გაკეთებული საქმეების შენარჩუნება.