26 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
აღადგენს თუ არა ომბუდსმენი მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესებზე მონიტორინგს, დღეს გახდება ცნობილი

დღეს უნდა გახდეს ცნობილი აღადგენს თუ არა მონიტორინგს მიხეილ კალანდიას პროცესებზე სახალხო დამცველის აპარატი.

ომბუდსმენს ამ თხოვნით დაკავებულის ადვოკატმა მიმართა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული კალანდიას პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.

მიმდინარე საქმის პოლიტიკურ ასპექტებზე საუბრობს მიხეილ კალანდიას უფლებადამცველი. ადვოკატი ზურაბ თოდუა მიიჩნევს, რომ ომბუდსმენმა მიხეილ კალანდიას პროცესებზე მონიტორინგი სრულიად დაუსაბუთებლად შეწყვიტა.

"სასამართლოზე დაკითხული მოწმეები აშკარად ტოვებენ ინფორმაციას, რომ მათზე განხორციელებულია ფსიქოლოგიური ზეწოლა, დარღვეულია შიდა სახელმწიფოებრივი ნორმები და სწორედ სახალხო დამცველმა უნდა გააკეთოს პირველ რიგში რეაგირება," - აღნიშნა ზურაბ თოდუამ.

დღის ამბები