"სირცხვილია", "თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან პროპორციული სისტემის გაჩერებამდე" - ზუგდიდში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან აქცია დასრულდა. პროტესტს, რომელიც სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით შედგა, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას პოლიტიკურ თამაშს უწოდებენ და მმართველ გუნდს საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილეებმა ქვარაიას ბიუროს კედლებზე საპროტესტო წარწერებით ტრანსფარანტები დატოვეს, რითაც დღევანდელი შეკრება დასრულდა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აქტივისტები პროტესტის გაგრძელებას ისევ გეგმავენ, ხოლო შეუერთდებიან თუ არა ისინი თბილისში მიმდინარე აქციებს, საორგანიზაციო შეკრების შემდეგ გადაწყვეტენ.