აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები. ორგანიზატორებს აქცია 15:00 საათისთვის ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა.
ვიდრე მთავრობის სახლთან შეკრებას დაიწყებდნენ, ორგანიზატორებმა მსვლელობა ბათუმის ქუჩებში მოაწყვეს და მოსახლეობას მოუწოდეს, მთავრობის სახლთან მისვლით სოლიდარობა გამოუცხადონ დედაქალაქში მიმდინარე აქციას.