15 სექტემბერი 2026,   19:17
ვრცლად
ბექა კვიციანის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ბექა კვიციანის ადვოკატი დღეს აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების, გასაჩივრებას გეგმავს.

ამის მთავარ არგუმენტად ბრალდებულის უფლებადამცველები კვიციანის ჯანმრთელობის მდგოამრეობას ასახელებენ.

მათივე მტკიცებით, ფსიქიკური პრობლემების გამო, მათ საკუთარ დაცვის ქვეშ მყოფთან კონტაქტიც უჭირთ.

გამოძიების მტკიცებით, ბავშვობის მეგობარს ნოდარ ცხადაძეს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით 14 ჭრილობა სწორედ კვიციანმა მიაყენა.

ბრალდებულს, საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები