22 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
თბილისის მსგავსად პროტესტი გრძელდება აჭარაში - ბათუმში აქციაზე მესამე კარავი გაშალეს

აჭარის მთავრობის სახლის წინ მესამე კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, თბილისში აქციის დაშლის დროს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ელგუჯა ბაგრატიონი, ასევე პარტიის ორი წევრი, გოჩა მჟავანაძე და დავით გეგიაძე, დააკავეს.

"ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო მშვიდობიანი აქციის დაშლა თბილისში. უფრო მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში. თუ არ სურდა მშვიდობიანი აქცია, მიიღებს უარესს. ბათუმში საპროტესტო განწყობა იგრძნობა. სხვადასხვა ძალები გვიერთდებიან და გაჩერებას არ ვაპირებთ, სანამ თბილისში რუსთაველზე აქცია იქნება," - აღნიშნა ბათუმში მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ლაშა ადამიამ.

აქციის მონაწილეები თბილისში დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ფოტოს ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე

დღის ამბები