ჟენევის თანათავმჯდომარეებისგან ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებით ინფორმაციას, მისი ოჯახი ელოდება.
გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი მოითხოვს, შეხვდეს ჟენევის თანათავჯდომარებს, რომლებიც გუშინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
"მდგომარეობა ამ ეტაპზე წითელი ჯვრის მონაცემებით ვიცით, რომ დამაკმაყოფილებელია, მხნედ და ჯანმრთელად არის. ჟენევის თანათავმჯდომარეები გუშინ იყვნენ ცხინვალის რეგიონში და იმედი გვქონდა მოინახულებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილს. მე პირადი კონტაქტი მათთან არ მქონია. მოვითხოვ, რომ პირადად შემხვდნენ და დამელაპარაკონ," - აღნიშნა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა.