"ქართული ოცნება" კონსულტაციებს მართავს. პარტიის ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც იმყოფებოდა.
ამ ეტაპზე უცნობია ესწრება თუ არა შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, განხილვის მთავარი თემა საპარლამენტო უმრავლესობაში ვაკანტური თანამდებობებია.
ამასთან, მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გახდება.
"გარკვეული მონახაზი რა თქმა უნდა, არის. საპარლამენტო თანამდებობების შესახებ კონსულტაციები გაგრძელდება. უმრავლესობაში ბევრი ღირსეული ადამიანია. საბოლოო შეთანხმებამდე ჩვენ კონკრეტული პირების სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებთ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.