18 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
"თვითმმართველობის დაბოქლომება "მკვდარზე ვენოკი" იქნებოდა, ამიტომ სასამართლო დავაბოქლომეთ" - პერფორმანსი ქუთაისში

გაერთიანებული ოპოზიციის და საინიციატივო ჯგუფების წევრებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

მათი თქმით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეь ბიძინა ივანიშვილმა მთავარი დაპირება არ შეასრულა, ამიტომ ხელისუფლებას ყოველდღიურად დისკომფორტს შეუქმნიან.

"ბიძინა ივანიშვილმა უმთავრეს დაპირებას თვითონვე გაუკეთა იგნორი და გამოიწვია სამართლიანი გულისწყრომა. ეს ყველაფერი იღებს კამპანიურ ხასიათს "მაინც დაგაბოქლომებთ" სახელით და სიმბოლურად, დავაბოქლომებთ უწყებებს.

დღეს თვითმმართველობასთან არ მივედით, მათი დაბოქლომება იქნებოდა "მკვდარზე ვენოკი", ამიტომ დავაბოქლომეთ სასამართლო, ისე როგორც სხვა უწყებები და გასაღებს ვაძლევთ ხალხს. ამ ყველაფერს ექნება კამპანიური ხასიათი და სიურპრიზებით გავანებივრებთ ხელისუფლებას. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთოთ," - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ.

დღის ამბები