რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რუმინეთი მკაცრად გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" ჩატარებას:
"რუმინეთი მკაცრად გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" ჩატარებას.
კენჭისყრას და მთლიანად საარჩევნო პროცესს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმურობა. მისი შედეგები ბათილია და სამართლებრი ძალა არ აქვს. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.