18 სექტემბერი 2026,   23:47
ვრცლად
იაპონია არ აღიარებს ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს ჩატარებული ე.წ "საპრეზიდენტო არჩევნების" ლეგიტიმურობას და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას - იაპონიის საელჩო 

საქართველოში იაპონიის საელჩო, ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში ე.წ "საპრეზიდენტო არჩევნების" შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რომელიც მოიცავს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებს.

"აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, იაპონია არ აღიარებს ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს ჩატარებული ე.წ ''საპრეზიდენტო არჩევნების'' ლეგიტიმურობას.

იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები