საქალაქო სასამართლოში ვითარება დაიძაბა. აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სხდომათა დარბაზში შესვლა სურდათ, რისი უფლებაც მათ მანდატურებმა არ მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირება მანდატურებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მთელი დღეა დაკავებულების სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მოსამართლემ დაკავებულების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხანში უნდა გამოაცხადოს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის თქმით, გადაწყვეტილება 6 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. მათ მოსამართლის მოსმენა სხდომათა დარბაზში სურდათ, თუმცა მანდატურებმა პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს.