18 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
NCDC-სა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით ბიოუსაფრთხოების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების საკითხზე შეხვედრა გაიმართა.

ქართულ-გერმანული პროექტის მიზანია გამოცდილების გაზიარება ბიოუსაფრთხოების საკითხებში.

"ეს არის გადამდები დაავადებების, ბიოუსაფრთხოების მზადყოფნისთვის მომზადება ისეთი ქვეყნების, როგორიც ჩვენ ვართ,"- განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, თანამშრომლობა წარმატებით ხორციელდება:

"ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამშრომელმა გაიარა სწავლებები სხვადასხვა მიმართულებით, ბევრ საველე სამუშაოებს ვეწევით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სხვადასხვა გამოწვევების აღმოსაჩენად. ძალიან წარმატებით ვითარდება ჩვენი თანამშრომლობა გერმანიის ბუნდესვერის ინსტიტუტთან," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები