"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც დღეს უკვე რამდენიმე საათია ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებს მართავს, მოძრაობა "შეცვალეს" კიდევ ერთი აქტივისტი ტიტე გედენიძე დააკავეს.
მოძრაობის წევრების თქმით, მათმა აქტივისტმა ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კედელზე წარწერა დატოვა -"შეცვალე" და "წადი" და ის პოლიციამ სწორედ ამის გამო დააკავა.
მანამდე ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეცვალეს 3 წევრი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.