20 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
დაპირისპირება ზუგდიდში - ოპოზიცია მერაბ ქვარაიას ბიუროს დაბოქლომებას ცდილობს

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ხალხმრავლობაა. "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქტივისტებთან ერთად მერაბ ქვარაიას ბიუროზე ბოქლომის დადებას ცდილობენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საჯარო სამსახურების თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც აქტივისტებს ბიუროს "დაბოქლომების" საშუალებას არ აძლევენ.

ადგილზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა.

დღის ამბები