11 სექტემბერი 2026,   12:48
ვრცლად
ძალიან კარგია, როდესაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ერთმანეთს ებრძვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებში, პოლიტიკის ინტერესებში შედის - არჩილ გორდულაძე

"ძალიან კარგია, როდესაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ერთმანეთს ებრძვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პოლიტიკის ინტერესებში შედის," - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციაში დაპირისპირებას.

ამჯერად ურთიერთბრალდებები ფინანსური გარიგების, მოსყიდვისა და გადაბირების ირგვლივ ისმის. კონფლიქტის მთავარი გმირები ანა წითლიძე და ნიკა გვარამია არიან. ახლების ლიდერი ისევ უარს ამბობს წითლიძესთან დებატებზე და მას ნულოვან პოლიტიკოსს უწოდებს.

"ძალიან კარგია, როდესაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ერთმანეთს ებრძვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებში, პოლიტიკის ინტერესებში შედის. მაგრამ ამას აქვს ორი განზომილება, რომელიც არაერთხელ გვითქვამს. ეს არის გადარჩენა "ნაც-გახარიელების" და "ნაც-ლელოების", ხოლო მეორე მხრივ, სუფრასთან კარგი, მსუყე ადგილის დაკავების მცდელობა იმ თანხებთან, რომლის შემოდინებაც საქართველოში ჩვენი გუნდის ინიციატივების შედეგად, ძალიან შემცირებულიa.

თორემ განულებულები რომ არიან, ეს დასტურდება რევოლუციური მცდელობების ჩაფლავებით და არჩევნებში 10-ჯერ დამარცხებით.

ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკაში არიან ჩართულები, თავი დაანებონ სიძულვილის ენის გავრცელებას," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

 

 

 

 

დღის ამბები