"კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული, კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა,"- ასე გამოეხმაურა მამა გიორგი მამალაძის ძმა ფაქტს, რომ სასულიერო პირი არც გიორგობის დღესასწაულზე შეიწყალეს. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ შორენა თეთრუაშვილის ნებართვის გარეშე, სინოდის გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, მხოლოდ თაბახის ფურცელია:
" კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია, თუკი მას არ ახლავს შორენას ნება. საპატრიარქოში მითხრეს, რომ სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ," - დაწერა თორნიკე მამალაძემ ფეისბუკზე.