"პატრიოტთა ალიანსი" თამბაქოზე დაწესებული რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით აჭარის მთავრობას და უმაღლეს საბჭოს მიმართავს.
პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და უმაღლეს საბჭოს მიმართავენ, რომ კერძო სექტორში წარმოებულ თამბაქოზე აქციზის გაუქმების აუცილებლობაში ცენტრალური მთავრობა დაარწმუნონ.
მათივე თქმით, დაწესებული რეგულაციები აჭარაში "თამბაქოს კულტურას გაანადგურებს".