06 ოქტომბერი 2024,   08:56
ვრცლად
სროლა თბილისში - დაჭრილია შუახნის მამაკაცი

კრწანისში, ხახანაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.

როგორც "კურიერს" ადგილობრივმა განუცხადა, დაშავებულის საცხოვრებელ სახლს ნატყვიარი აღენიშნება. დაჭრილი მამაკაცი კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება)  დაიწყო.

 

დღის ამბები