15 აგვისტო 2020,   12:56
ვრცლად
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 5 თვიანი პაუზის შემდეგ - მთავარი საკითხი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნა იქნება

თითქმის 5 თვიანი პაუზის შემდეგ პრაღაში, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრაზე მთავარ საკითხად ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას დააყენებს.

ზურაბ აბაშიძის თქმით, მისი მხრიდან ხაზი გაესმევა დაკავების უკანონობასა და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ სიტუაციას.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ქართულმა მხარემ ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს პრობლემის მოსაგვარებლად. ამავე შეხვედრაზე მხარეები ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სატრანსპორტო კავშირებსაც განიხილავენ. 

"უპირველეს ყოვლისა დავაყენებ საკითხს ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, ეს არის არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმების დარღვევა, არამედ არაადამიანური საქციელი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ ეს ადამიანი და გარწმუნებთ ყველაფერი კეთდება ამისათვის,"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეხვედრა პრაღაში ხვალისთვის არის დაგეგმილი.

დღის ამბები