05 ნოემბერი 2026,   22:01
ვრცლად
ლოგო გადაკეთდა, ალიანსი დაიშალა, პოლიტიკური თანამშრომლობა დასრულდა - "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხეს

გარიცხეს თუ თავად დატოვეს ალიანსი? ამ შეკითხვაზე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ერთიანი პასუხი არ აქვთ. პოლიტიკური გაერთიანების საბოლოოდ დაშლაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაც არც ერთ მხარეს სურს. ერთად ყოფნის დროს საერთო ენა ვერ გამონახეს და ერთმანეთის კრიტიკაზე უარი ვერც დაშლის შემდეგ თქვეს. ამჯერად ანი წითლიძე ყოფილ პარტნიორებს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთობიდან უდროო დროს გარიცხვაში ადანაშაულებს.

ივნისში გაცემული ეს დაპირება, ჩერგოლეიშვილმა ნოემბერში შეასრულა. ახალი ლოგო სააკაშვილის პარტიის გარეშე - იმის დასტური გახდა, რომ ალიანსის წესების დამრღვევად გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსს მიღმა დარჩა. თუმცა სააკაშვილის გუნდში დღემდე ამტკიცებენ, რომ წესებს თავად გაერთიანების წევრები არღვევდნენ, მაშინ როცა მათი პარტიის ერთპიროვნულ ლიდერს თავს ესხმოდნენ.

ჯერ გაერთიანდნენ, მალევე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, შემდეგ საკუთარი ნებით ალიანსს გაემიჯნენ, ახლა კი ამტკიცებენ, რომ გაერთიანებიდან გარიცხეს - ორ დღეში ფავლენიშვილი წითლიძის ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება, ალიანსში დარჩენილებისთვის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ კრიზისზე მეტყველებს.

ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ალიანსში თუ მის მიღმა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მმართველი გუნდისთვის. პრემიერ - მინისტრისა და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, ერთმანეთისგან გამიჯვნით, ძველი და ახალი "ნაციონალები" საერთო პოლიტიკური წარსულის წაშლას მაინც ვერ შეძლებენ.

ლოგო გადაკეთდა, ალიანსი დაიშალა, პოლიტიკური თანამშრომლობა დასრულდა, თუმცა ოპოზიციურ ველზე დაპირისპირება ისევ გრძელდება.

დღის ამბები