14 სექტემბერი 2026,   19:52
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს კორუფციაში ადანაშაულებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს კორუფციაში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ირაკლი თოფურიძის ოჯახის კომპანია უკონკურენტოდ, გამარტივებული შესყიდვების წესით იმარჯვებს ტენდერებში და სამართალდამცველებს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

გამჭვირვალობის ინფორმაციით, ბათუმს საშობაო-საახალწლოდ წელსაც ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის კუთვნილი კომპანია გარე განათებით შპს "აჭარგანათება" გააფორმებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დედაქალაქის მთავრობამ ტენდერის პირობები ირაკლი თოფურიძის ოჯახის  კომპანიის ინტერესებს მოარგო.

ცნობილია, რომ საახალწლო დღეებში ბათუმის მერიას ქალაქის გაფორმების სამუშაოების შესასრულებლად 1,5 მილიონი ლარის გარე განათების წერტილების მოვლა-ექსპლუატაციისა და მონტაჟის სამუშაოები უნდა განეხორციელებინა, მათ შორის არანაკლებ 700,000 ლარის საახალწლო განათების სამუშაოები. კვლევის მიხედვით ანალოგიური გამოცდილების მქონე კომპანია აჭარაში ერთადერთი – "აჭარგანათებაა."

არასამთავრობო ორგანიზაცია პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს საქმეზე მოკვლევის დაწყებისკენ მოუწოდებს.

"კურიერი" ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატთან, ირაკლი თოფურიძესთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდა.

დღის ამბები