26 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
აბაშიძე-კარასინის ფორმატში ხვალ ვაჟა გაფრინდაშვილის თემასაც განიხილავენ

ქართველი ექიმის უკანონო დაკავების თემა იქნება ასევე ერთ-ერთი, რომელსაც ხვალ აბაშიძე-კარასინის ფორმატში განიხილავენ. 

უკვე მეცხრამეტე დღეა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია. ცნობილი ტრავმატოლოგი ცხინვალის იზოლატორში 9 ნოემბრის შემდეგ იმყოფება.

ქართველი ექიმები კიდევ ერთხელ უცხადებენ სოლიდარობას ვაჟა გაფრინდაშვილს და სახელმწიფოსგან პროცესებში მაქსიმალურ ჩართულობას მოითხოვენ, რადგან დროულად მოხდეს ექიმის გათავისუფლება.

წითელი ჯვარი მიმდინარე კვირის ბოლომდე, ცხინვალის იზოლატორში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს კიდევ ერთხელ მოინახულებს. მისიის წარმომადგენლები ექიმს ოჯახის მიერ გაგზავნილ წერილსა და ამანათსაც გადასცემენ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, ექიმის გატაცების შესახებ ინფორმაციას უცხოელ პარტნიორებს აწვდის.

უკანონო პატიმარს უწოდებს ვაჟა გაფრინდაშვილს გერმანიის ელჩი. დიპლომატი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და იმედს გამოთქვამს, რომ ექიმის გათავისუფლება საოკუპაციო რეჟიმის მიერ მალე მოხდება.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში დახმარება საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებსა და დიპლომატებს საქართველოს პატრიარქმაც სთხოვა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებზე საპატრიარქოს მაღალმა იერარქებმა სპეციალურ მიღებაზე ისაუბრეს.

დღის ამბები