აზერბაიჯანის მმართველი პარტიის "ენი აზერბაიჯანის" პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომაზე პარლამენტის დაშლის პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.
მმართველი პარტიის ფრაქციამ, რომელიც პარლამენტის უმრავლესობას შეადგენს, მიმართა ქვეყნის ხელისუფლებას მოთხოვნით, რომ დაიშალოს მილი მეჯლისი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ეს საკითხი ხვალ მილი მეჯლისის სხდომაზე დადგება.
მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა არ შეესაბამება პრეზიდენტის მიერ გატარებულ პოლიტიკას და ფაქტობრივად ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მიღმა დარჩა.
მილი მეჯლისი 125 დეპუტატისგან შედგება, რომლებსაც 5 წლის ვადით ირჩევენ. ამჟამინდელი შემადგენლობა 2015 წლის პირველ ნოემბერს აირჩიეს.